კლასი
|
16
|
მოსწავლეთა რაოდენობა
|
25
|
მასწავლებელი
|
მარიამ კულუხოვი
|
საგანი
|
ქართული
|
დრო
|
45
|
გაკვეთილის თემა
|
ასო-ბგერა ,,ტ“ სწავლება.
|
მიზანი/შედეგი
|
,,ტ“ ასო-ბგერის გაცნობა, მისი კითხვა და წერა
მეტყველების და აზროვნების განვითარება.
საკუთარი აზრის დასაბუთება.
ქართ. I. 1. მოსწავლეს შეუძლია მოისმინოს
და ადეკვატურად აღიქვას მარტივი ინფორმაცია; შეუძლია სწორად რეაგირება ნაცნობ სამეტყველო
სიტუაციებში.
ქართ. I. 3. მოსწავლეს შეუძლია მართლმეტყველების და მართლწერის ელემენტარული წესების
დაცვა.
ქართ. I. 7. მოსწავლეს შეუძლია წერილობითი კოდის გაშიფვრა.
ქართ. I. 11. მოსწავლეს შეუძლია
ტექსტის სტრუქტურის აღქმა.
ქართ. I. 13. მოსწავლეს შეუძლია კარნახით წერა და ნაბეჭდი ტექსტიდან
/ დაფიდან მარტივი წინადადებების გადაწერა.
|
აქტივობა
|
მოსწავლე აღწერს სურათს,
ვარჯიშობს ტ ასო-ბგერის
კითხვაში, წერაში, მართლწარმოქმაში.
მუშაობს ინდივიდუალურად,
ჯგუფურად.
იზეპირებს ლექსს, ანდაზებს.
ასაბუტებს თავის აზრს.
|
რესურსები
|
წიგნი, რვეული, ცარცი,
საწერი კალამი.
|
გაკვეთილის მსვლელობა
|
მასწავლებელი დაფაზე
წერს სიტყვიდან ,,კატა“ ნაცნობ ასოებს, ხმამაღლა წარმოთქვამს ,,ტ“ ასო-ბგერას. ხდება
აწყობილი სიტვის ანალიზი დაიშლება ჯერ მარცვლებად, შემდეგ ასო-ბგერებად. ტექსტს კითხულობს
ჯერ მასწავლებელი. შემდეგ მოსწავლეები მთლიანად, ნაწილ-ნაწილ. მივმართავთ გამოკრებით
კითხვასაც“, დაძებნონ და ამოიკითხონ სიტყვები: ა) რომელიც იწყება ,,ტ“ - ბგერით.
ბ) რომელშიც ,,ტ“ - ასო-ბგერა შუაშია. გ) ორი -,,ტ“ ბგერაა.
ასევე ვარჯიშობენ ორ,
სამ ოთხ მარცვლიანი სიტყვებისა და ორ, სამ ოთხ სიტყვიანი წინადადებების მოძებნასა
და ამოკითხვაზე;
მასწავლებლის დავალებით
მოსწავლეები დაძებნიან და ამოიკითხავენ წინადადებებს, რომელშიც ა) ადამიანებზეა საუბარი.
ბ) ფრინველებსა და მწერებზეა საუბარი.
მოსწავლეები საკითხავი
მასალის მიხედვით ერთმანეთს დაუსვამენ კითხვებს: ტოროლა როგორი ფრინველია? ფუტკარი
რას ამზადებს? და ა. შ.
მასწავლებელი დაფაზე
წერს ,,ტ“ ასოს, გრაფიკულად აანალიზებს (რამდენ უჯრაშია განთავსებული, რომელ უჯრაში
იწერება, რა და რა ნაწილებისგან შედგება, განსაკუთრებული ყურადღება მახვილდება
,,ტ“ - ს ბოლო ნაწილის წერაზე. მოსწავლეები ჯერ ვარჯიშობენ დაფაზე, შემდეგ კი წერენ
რვეულებში.
მოსწავლეები აჯამებენ
გაკვეთილის ბოლოს რა ისწავლეს, რა გაიგეს და რა იყო მათთვის ყველაზე საინტერესო.
თუ დრო დარჩათ მასწავლებელი უკითხავს ი. გოგებაშვილის მოთხრობას ,,თაგვები და კატა“.
ლექსიკის გამდიდრებისთვის.
|
შეფასება
|
შეფასების რუბრიკა განმავითარებელი. (კომენტარი).
|
გაკვეთილის გეგმა
Subscribe to:
Comments (Atom)
No comments:
Post a Comment