პროექტები


1.პროექტის სახელი:  თბილისი ჩვენი დედაქალაქია.

2.პროექტის მოკლე აღწერა: თბილისის დაარსების ისტორია, თბილისის ისტორიის შესწავლა, რომელშიც შერწყმულია დასავლური და აღმოსავლური კულტურები.
3.პროექტის სრული აღწერა:
ლეგენდა თბილისის შესახებ, ვახტანგ მეფის ნადირობა თბილისის მიდამოებში, თბილი წყლების აღმოჩება და სახელი ,,თბილისის“ დარქმევა.
XIX საუკუნის მეორე ნახევრიდან თბილისი საკმაოდ მრავალფეროვანი ქალაქი იყო. ჩამოსულ უცხოელებს აოცებდა მისი აზიურობაც და ევროპულობაც. ეს კონტრასტი ეტყობოდა (წარსულშიც და ახლაც) მრავალ ქუჩას და უბანს. მოსწავლეები ქმნიან მუშაჯგუფებს,მოიძიებენ მასალებს და შეისწავლიან თბილისის  უბნებს,მის სახელწოდებებს: მთაწმინდა, ვაკე, ერევნის მოედანი, სოლოლაკი,სომხის (შუა) ბაზარი, "თათრის მეიდანი", ვორონცოვი, სეიდაბადი, ავლაბარი, შავი სოფელი, ნავთლუღი, ბარბარე, ჩუღურეთი, რიყე, კუკია,მიხეილის გამზირი, ნაძალადევი, დიდუბე, მუშტაიდის ბაღი. მოიძიებენ მასალებს მუშტაიდის ბაღის შესახებ და აკეთებენ დასკვნებს.არკვევენ, აგრეთვე, "დეზერტირის ბაზრის" წარმოშობის ისტორიას.
რადგანაც პროექტის თემა თბილისი ჩვენი დედაქალაქი, შეუძლებელია კვლევა არ შეეხოს თბილისურ აბანოებს. ისინი ეკუთვნოდა კერძო პირებსერეკლე მეფეს, თბილელს, ორბელიანებს, სუმბათაშვილებს, მელიქიშვილებს და სხვა. თითოეულ აბანოს თავისი მფლობელის სახელი ერქვა. აბანოში ჩნდებოდა ქართველ ქალთა კოსმეტიკური ნიჭიც. ისინი სარძლოებსაც აბანოში არჩევდნენ. ქალების დღე იყო სამშაბათი, ამიტომ სიონის აბანოს "სამშაბათისა" ერქვა.
საყურადღებოა,აგრეთვე,მოსწავლეების მიერ თბილისის საქეიფო ადგილების მოძიება: ორთაჭალა, სეიდაბადი, სირაჯხანა (დღევანდელი ღვინის აღმართი).
მოსწავლეები მოძიებულ მასალებს აანალიზებენ და დისკუსიებს მართავენ მაშინდელი ქართული აზროვნების შესახებ,როგორ ცხოვრობდნენ და ატარებდნენ დროს მაშინდელი ქართველები.
საინტერესოა მუშაჯგუფის მიერ თბილისელი ამქრების (ხელოსანთა და ვაჭართა გაერთიანება) შესახებ ინფორმაციის მოძიება და შესწავლა. ისინი იკვლევენ, რა ფუნქცია ჰქონდა უსტაბაშს, როგორ ხდებოდა მის მიერ შეგირდის ოსტატად " მონათვლა", რა იყო მედაბაღეს (მეტყავე, ტყავის საქმის სპეციალისტი) და მეწაღეს ფუნქცია, როგორი დროშა ჰქონდა თითოეულ ამქარს და რა იყო ამქრის წევრების მოვალეობები.  თბილისის ხელოსანთა ნუსხაში განიხილება: ჭონები, ქუქჩები, ხარაზები, ნალბანდები, ჩილინდრები, მეჭურჭლეები, ალაფები, ბაყლები, ყასბები, თულუხჩები.
გაეცნობიან ელენე ახვლედიანის შემოქმედებას, სადაც მთავარი თემაა  თბილისი, მისი
ვიწრო ქუჩები, გამართავენ დისკუსიებს, გამოაქვთ დასკვნები.
4.მონაწილეთა ასაკი/კლასები:  12  , VI კლასი.
5.ვადები/ხანგრძლივობა: 2 თვე.
6.პროექტის შესაძლო აქტივობები კლასში: მასალის მოძიება დამხმარე ლიტერატურისა და ინტერნეტის საშუალებით,კვლევა, ფოტო და ვიდეომასალების მოძიება, დისკუსიები, სამუზეუმო ექსპონატების გაცნობა, ჩანახატების გაკეთება მიღებული შთაბეჭდილებების მიხედვით, ფოტოალბომის შექმნა, კედლის გაზეთის შექმნა და გამოფენა.

7.მოსალოდნელი შედეგები/პროდუქტები, რაც შეიძლება: ფოტოალბომი, ჩანახატები, ვიდეომასალა. თბილისის  უბნების თემაზე ნახატების გამოფენა,  პრეზენტაცია ფიროსმანის, გუდიაშვილის, ახვლედიანის ნამუშევრებზე, პოეზიის საღამო - ლექსები თბილისზე.
ბლოგი შექმნილი მასალების მიხედვით.

8.საგნებთან/საგნობრივ ჯგუფებთან/ეროვნულ სასწავლო გეგმასთან კავშირი:
ისტორია თბილისის ისტორიის შესწავლისას მოსწავლეები ეცნობიან ქალაქის გმირულ წარსულს, მის ეპოქალურ სახეცვლილებებს, ადამიანთა წვლილს კულტურის, ხელოვნების, მეცნიერების და ისტორიული მოვლენების განვითარების საქმეში.
გეოგრაფია გაიუმჯობესებენ რუკაზე ორიენტირების უნარს, შეისწავლიან მტკვრის მარცხენა და მარჯვენა ნაპირებზე მდებარე უბნების გეოგრაფიულ მდებარეობას, ლანდშაფტსკლიმატს.
ლიტერატურა სხვადასხვა საშუალებებით (ინტერნეტი, წიგნები) სარგებლობის ჩვევის ჩამოყალიბება, ლიტერატურული ნაწარმოებების გაცნობა, მხატვრული ტექსტის გაგება და თვითგამოხატვა, მსჯელობის უნარის  განვითარება, დისკუსიაში მონაწილეობა.
ხელოვნება ქართული არქიტექტურის ნიმუშების შესწავლა თბილისის ძეგლების მაგალითზე.
მოსწავლეები მოძიებული მასალების საფუძველზე გამოიტანენ შესაბამის დასკვნებს. შეადარებენ ერთმანეთს, თუ როგორ არის განხილული სხვადასხვა მხატვრის მიერ თბილისის თემა,აკეთებენ სტილისტურ ანალიზს. საინფორმაციო ტექნოლოგიები ინფორმაციის მოპოვება, დამუშავება, გაცვლა, ისტის საშუალებების მოხმარების დემონსტრირება,ელექტრონულ ფორმატში არსებული რესურსების სიზუსტის შეფასება.

9.პროექტის ხელმძვანელი (მასწავლებელი): მარიამ კულუხოვი.
10. ხელმძღვანელის ელ-ფოსტა:  mariami1982@gmail.com
11. პროექტის ვერ-გვერდი/ბლოგი: kulukhovi.blogspot.com
































No comments:

Post a Comment